CFS

საქველმოქმედო ფონდი სიმი – წესები და პირობები

 

1. შესავალ

წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს საქველმოქმედო ფონდის: “საქველმოქმედო ფონდი სიმი”-ს, ს/ნ: 416368763, ვებპლატფორმის cfs.cbm.ge წესებსა და პირობებს და მის გამოყენებას, როგორც ფონდის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ასევე პროექტების, შემოწირულობებისა და სხვა ინიციატივების განხორციელებისთვის.

პლატფორმის გამოყენება შესაძლებელია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის, 18–70 წლის ასაკში, ხოლო პლატფორმის ნახვა/დათვალიერება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია:

  1. უზრუნველყოს რეგისტრირებული მომხმარებლების უფლებების დაცვა;
  2. განსაზღვროს ფონდის პასუხისმგებლობა, უფლებები და ვალდებულებები;
  3. უზრუნველყოს გამჭვირვალობა, სამართლებრივი დაცვა და მონაცემთა კონფიდენციალობა;
  4. განსაზღვროს პასუხისმგებლობა საავტორო უფლებებისა და პროექტების განსაკუთრებულ ნებართვებთან დაკავშირებით.

2. ტერმინები და განმარტებებ

  • ფონდი – „საქველმოქმედო ფონდი სიმი“, იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობას.
  • პლატფორმა – ვებპლატფორმა cfs.cbm.ge, რომელიც წარმოადგენს ფონდის ოფიციალურ ონლაინ სივრცეს.
  • მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს პლატფორმას.
  • რეგისტრირებული მომხმარებლები – დონორები, ბენეფიციარები, მოხალისეები, რომლებიც რეგისტრირდებიან ფონდის პლატფორმაზე.
  • დონორი / ქველმოქმედი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფულად, ნივთიერ ან მომსახურებით აფინანსებს ფონდის პროექტებს.
  • ბენეფიციარი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იღებს დახმარებას ფონდის პროექტებიდან.
  • მოხალისე – რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ფონდის პროექტებში აქტიურად მონაწილეობს ფონდის გუნდის წევრის სტატუსით.
  • პარტნიორი დონორი – კომპანია ან ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ფონდის პროექტებს, უზრუნველყოფს რესურსებს, შემოწირულობას ან მომსახურებას.
  • პროექტი – ფონდის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი ინიციატივა, რომელიც მიმართულია კონკრეტული ბენეფიციარის ან ჯგუფის დახმარებაზე.

3. რეგისტრაცია პლატფორმაზ

  1. რეგისტრაცია შესაძლებელია ბენეფიციარებისთვის, დონორებისთვის, მოხალისეებისთვის და პარტნიორი დონორებისთვის.
  2. რეგისტრაციის დროს უნდა მიეწოდოს სრული და ჭეშმარიტი ინფორმაცია.
  3. ფიზიკური პირები უნდა იყვნენ 18–70 წლის ასაკში.
  4. რეგისტრაციის დასრულებისთანავე ფონდი იძლევა მომხმარებელს უნიკალურ ანგარიშს, რომლის გამოყენება შესაძლებელია პროექტებში ჩასართავად.
  5. ფონდი იტოვებს უფლებას დაბლოკოს ან უარყოს ანგარიში, თუ მონაცემები არასრულია, არასწორია ან პლატფორმის გამოყენების წესები დარღვეულია.

4. პლატფორმის გამოყენებ

  1. პლატფორმის გამოყენება ხდება მხოლოდ ფონდის მიზნების მხარდასაჭერად.
  2. აკრძალულია პლატფორმის გამოყენება კომერციული მიზნებისთვის ფონდის ნებართვის გარეშე.
  3. რეგისტრირებული მომხმარებლები ვალდებულნი არიან დაიცვან პლატფორმის წესები, არ გადაიცვან ანგარიში მესამე პირებზე და უზრუნველყონ კონფიდენციალურობა.
  4. ფონდი იტოვებს უფლებას შეცვალოს პლატფორმის ფუნქციონალი, დამატებული ფუნქციები, პროექტები ან წესები ნებისმიერ დროს.

5. პროექტები და დონაციებ

  1. დონაციები შეიძლება იყოს ფული, ნივთი, მომსახურება ან ორგანიზება.
  2. პროექტების ტიპები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
    • განათლება, სპორტი, ხელოვნება, კულტურა;
    • სამედიცინო დახმარება, ფინანსური დახმარება;
    • ნივთიერი დახმარება (საკვები, ტანსაცმელი, ტექნიკა, სამშენებლო მასალები);
    • მეურნეობა, მიწოდება/კურიერი, სახლები;
    • „ჩაიფიქრე სურვილი“ პროექტები;
    • „ქველგანცდის კულტურა“ და სხვა ფონდის ინიციატივები.
  3. ყველა დონაცია განიხილება გამჭვირვალედ პლატფორმაზე, შესაბამისი ანგარიშგებით.
  4. ფონდი არ იღებს პასუხისმგებლობას პროექტის შედეგზე, რომელიც შესაძლოა დამოკიდებული იყოს ბენეფიციარის ან დონორის გადაწყვეტილებებზე.

6. უფლებამოსილება და პასუხისმგებლობ

  1. ფონდი იტოვებს უფლებას:
    • დაბლოკოს ანგარიში;
    • უარყოს რეგისტრაცია;
    • განაახლოს პლატფორმის ფუნქციონალი და წესები;
    • გადაამოწმოს შემოწირულობების და პროექტების შესაბამისობა.
  2. ფონდი პასუხისმგებელია:
    • დონაციის გამჭვირვალედ გამოყენებაზე;
    • ბენეფიციარების მონაცემების დაცვაზე;
    • პლატფორმის ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
  3. მომხმარებელი პასუხისმგებელია:
    • სრული, სანდო მონაცემების მიწოდებაზე;
    • პლატფორმის წესების დაცვაზე;
    • საავტორო უფლებების დარღვევისგან თავის შეკავებაზე.

7. კონფიდენციალურობ

  1. პირადი ინფორმაცია დაცულია ფონდის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
  2. დონორების, ბენეფიციარების და მოხალისეების მონაცემები გამოიყენება მხოლოდ პროექტების მართვისა და ანგარიშგებისთვის.
  3. მესამე პირებისთვის ინფორმაციის გადაცემა ხდება მხოლოდ კანონის ან ნებართვის საფუძველზე.

8. საავტორო უფლებებ

  1. პლატფორმაზე განთავსებულ ყველა მასალას ეკუთვნის ფონდის საავტორო უფლებები.
  2. აკრძალულია ნებისმიერი ტიპის კომერციული ან არასაკომერციო გამოყენება ფონდის ნებართვის გარეშე.
  3. საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ჯარიმა.
  4. აკრძალულია ნებისმიერი ტიპის კომერციული ან არასაკომერციო გამოყენება ფონდის ნებართვის გარეშე.
  5. საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ჯარიმა.
  6. ყველა პროექტის კონტენტი, იდეები, პროცესები და მეთოდები წარმოადგენს ფონდის საკუთრებას და დაცულია საავტორო უფლებები.
  7. ნებისმიერი არაავტორიზებული გამოყენება ან გამეორება იწვევს სამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობას, ჯარიმის სახით, რომელიც განსაზღვრულია 100,000 ლარიდან ან სამართლებრივი გადაწყვეტილებით.

9. გამჭვირვალობ

  1. ფონდი უზრუნველყოფს ყველა დონაციის, პროექტის და ბენეფიციარის საქმიანობის საჯარო ანგარიშვალდებულებას.
  2. პროექტების შედეგები, ბენეფიციარების სტატუსი, შემოწირულობები და შესრულებული საქმიანობა განთავსდება პლატფორმაზე.
  3. ფონდი ატარებს რეგულარულ აუდიტსა და ანგარიშგებას, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.

10. ცვლილებებ

  1. ფონდი იტოვებს უფლებას ცალმხრივად განაახლოს წესები, პირობები და პლატფორმის ფუნქციები.
  2. ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე პლატფორმაზე.

11. მოქმედი სამართალ

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, ყველა დავა გადაწყდება საქართველოს იურისდიქციაში.

ვერსია: 1.0
ბოლო განახლება: 06.03.2026

პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა 
„საქველმოქმედო ფონდი სიმი“

წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს, ამუშავებს და იცავს „საქველმოქმედო ფონდი სიმი“ მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს ფონდის ელექტრონულ საქველმოქმედო პლატფორმაზე cfs.cbm.ge.

1. ზოგადი დებულებები
„საქველმოქმედო ფონდი სიმი“ უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპების შესაბამისად.

ფონდი იღებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და დაცვის უზრუნველსაყოფად.

2. შეგროვებული პერსონალური მონაცემები
ფონდის ვებპლატფორმის გამოყენებისას შესაძლოა შეგროვდეს შემდეგი ტიპის პერსონალური მონაცემები:

  • სახელი და გვარი

  • ელფოსტის მისამართი

  • ტელეფონის ნომერი

  • მომხმარებლის ანგარიშის მონაცემები

  • გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია

  • IP მისამართი და ტექნიკური მონაცემები

  • სხვა ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელმა ნებაყოფლობით მიაწოდა პლატფორმის გამოყენებისას

3. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები
პერსონალური მონაცემები გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

  • მომხმარებლის ანგარიშის შექმნა და მართვა

  • შემოწირულობების დამუშავება

  • საქველმოქმედო პროექტების მართვა

  • ბენეფიციარების პროგრამების ადმინისტრირება

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია

  • პლატფორმის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

  • კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება

4. პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება შემდეგი სამართლებრივი საფუძვლების საფუძველზე:

  • მომხმარებლის თანხმობა

  • პლატფორმის მომსახურების მიწოდების აუცილებლობა

  • ფონდის კანონით დაკისრებული ვალდებულებები

  • ფონდის ლეგიტიმური ინტერესები

5. მონაცემების გაზიარება მესამე პირებთან
ფონდი შეიძლება გადასცემდეს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შორის:

  • გადახდის მომსახურების პროვაიდერებს

  • ტექნიკურ და IT მომსახურების მომწოდებლებს

  • სახელმწიფო ორგანოებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში

მესამე პირებთან მონაცემების გაზიარება ხდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მომსახურების უზრუნველსაყოფად.

6. მონაცემთა უსაფრთხოება
ფონდი იყენებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დაიცვას პერსონალური მონაცემები:

  • არაუფლებამოსილი წვდომისგან

  • დაკარგვისგან

  • შეცვლისგან

  • განადგურებისგან

7. მონაცემების შენახვის ვადა
პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მათი დამუშავების მიზნების შესასრულებლად ან მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად.

8. მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს უფლება აქვს:

  • მოითხოვოს საკუთარი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია

  • მოითხოვოს მონაცემების გასწორება

  • მოითხოვოს მონაცემების წაშლა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში

  • შეზღუდოს მონაცემების დამუშავება

  • გამოითხოვოს თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე

9. Cookies და ტექნიკური მონაცემები
ვებპლატფორმა შესაძლოა იყენებდეს Cookies-ს და მსგავს ტექნოლოგიებს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისა და პლატფორმის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

10. პოლიტიკის ცვლილება
„საქველმოქმედო ფონდი სიმი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა.

განახლებული ვერსია ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე ფონდის ვებპლატფორმაზე.

11. მოქმედი სამართალი
წინამდებარე პოლიტიკა რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ვერსია: 1.0
ბოლო განახლება: 06.03.2026

ბენეფიციარების რეგისტრაციის წინაშე დებულება

წინამდებარე განაცხადის გაგზავნით ბენეფიციარი ეთანხმება და ადასტურებს შემდეგს:

  1. მე, (თქვენი სახელი და გვარი), ვადასტურებ, რომ ბენეფიციარად რეგისტრაციისთვის მითითებული ინფორმაცია არის სრული, ნამდვილი და რეალური.
  2. თანახმა ვარ, რომ პერსონალური მონაცემები და განაცხადში მოცემული ინფორმაცია მოხმარდეს მხოლოდ ფონდის მიერ განსაზღვრული მიზნებისთვის, მათ შორის:

2.1. დონორებთან კავშირი და ფინანსური დახმარების გადახდას;

2.2. ფონდის პროექტების განხორციელებას;

2.3. პლატფორმაზე განაცხადის გამოქვეყნებას;

2.4. მოხალისეებისა და დონორების ინფორმირებას.

  1. თანახმა ვარ, რომ ვეღარ მოვითხოვ უკან დაბრუნებას ბენეფიციარად რეგისტრაციის ან განაცხადის გამო, რადგან ფონდი იყენებს მონაცემებს სოციალური მიზნებისთვის და შემოწირულობებს მხოლოდ პროექტების ფარგლებში.
  2. ვადასტურებ, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე, 18 დან 70 წლამდე.
  3. ვადასტურებ, რომ არ შევუშლი ხელს პლატფორმის, პროექტების ან სხვა ბენეფიციარების საქმიანობას, არ გადავამოწმებ, არ გადავაკოპირებ და არ გავავრცელებ სხვა მიზნებისთვის ფონდის კონტენტს ან პროექტებს.
  4. თანახმა ვარ, რომ ფონდი იტოვებს უფლებას უარყოს განაცხადი ან დაბლოკოს ანგარიში, თუ აღმოჩნდება:

6.1. არასწორი ინფორმაცია;

6.2. პლატფორმის წესების დარღვევა;

6.3. სხვა სამართლებრივი ან ორგანიზაციული მიზეზი.

  1. ვადასტურებ, რომ განაცხადის გაგზავნით ვეთანხმები ფონდის წესებს, პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას, და ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი მონაცემის სინამდვილეზე.
  2. ვეთანხმები, რომ ფონდი არ აგებს პასუხს:

8.1. ტექნიკური შეცდომების ან შეფერხებების გამო;

8.2. დონაციის შედეგების/სურვილების შესრულების უშუალო შედეგებზე;

8.3. განაცხადში არსებული ინფორმაციის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში.

ვერსია: 1.0
ბოლო განახლება: 06.03.2026

მოხალისეების რეგისტრაციის წესები და პირობები

1. შესავალ

წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს წესებსა და პირობებს, რომელიც ხორციელდება მოხალისეების რეგისტრაციისას პლატფორმაზე cfs.cbm.ge (შემდგომში – პლატფორმა) საქველმოქმედო ფონდი სიმი (შემდგომში – ფონდი).

დოკუმენტის მიზანია განსაზღვროს იურიდიული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს მოხალისეების უფლებებსა და ვალდებულებებს, პლატფორმის უსაფრთხოებას, გამჭვირვალობას და ფონდის პროექტების ეფექტურ განხორციელებას.

2. რეგისტრაციის პირობებ

  1. მოხალისედ რეგისტრაცია შეუძლია ყველა საქართველოს მოქალაქეს 18 დან 70 წლის ჩათვლით.
  2. რეგისტრაციისას საჭიროა სრული სახელიდაბადების თარიღიკონტაქტი და რეგიონის მითითება.
  3. ფონდი იტოვებს უფლებას უარყოს რეგისტრაციის განაცხადი ან დაბლოკოს ანგარიში, თუ:

3.1. მოცემული ინფორმაცია არ არის სრული ან ჭეშმარიტი;

3.2. მოხალისემ უკვე რეგისტრირებულია ან არ იცავს პლატფორმის წესებს;

3.3. არსებობს სხვა სამართლებრივი ან ორგანიზაციული შეზღუდვები.

3. რეგისტრაციის პროცედურ

  1. მოხალისემ უნდა შეავსოს რეგისტრაციის ფორმა, რომელიც მოიცავს:
    • სრული სახელი
    • დაბადების თარიღი
    • კონტაქტი (ელ.ფოსტა, ტელეფონი, სოციალური ქსელები)
    • მდებარეობა / რეგიონი
    • მოკლე აღწერა „ჩემს შესახებ“
    • კატეგორია/ინიციატივა, რომელშიც მოხალისე ჩაერთვება
    • ატვირთული ფოტო ან ვიდეო (თუ არსებობს)
  2. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მოხალისეს მიენიჭება უნიკალური ანგარიშის ნომერი პლატფორმაზე, რომლის გამოყენება შესაძლებელია ფონდის პროექტებში მონაწილეობისთვის.

4. მოხალისის ვალდებულებებ

  1. მოხალისე ვალდებულია მიაწოდოს ნამდვილი, სრული და რეალური ინფორმაცია.
  2. ვალდებულია დაიცვას პლატფორმის უსაფრთხოების წესები, არ გადასცეს ანგარიში მესამე პირებს.
  3. ვალდებულია გააკონტროლოს თავისი ქმედებები ფონდის პროექტების შესრულებისას და არ ჩაერთოს არასათანადო ან დესტრუქციულ ქმედებაში.
  4. მოხალისე არ გამოიყენებს პლატფორმას კომერციული მიზნებისთვის ფონდის ნებართვის გარეშე.
  5. მოხალისემ უნდა შეასრულოს პროექტებთან დაკავშირებული მოვალეობები ფონდის მითითებების შესაბამისად.

5. ფონდის უფლებებ

  1. ფონდი იტოვებს უფლებას რეგისტრაციის განაცხადი უარყოს ან ანგარიში დაბლოკოს წესების დარღვევის შემთხვევაში.
  2. ფონდი იტოვებს უფლებას შეცვალოს რეგისტრაციის ფორმა, პროცედურები, პროექტები ან პლატფორმის ფუნქციონალი ფონდის საჭიროების შესაბამისად.
  3. ფონდი შეუძლია მოხალისის აქტივობის კონტროლი პლატფორმაზე, რათა უზრუნველყოს გამჭვირვალობა, უსაფრთხოება და სამართლიანობა.

6. მონაცემთა დაცვ

  1. მოხალისის მონაცემები გამოიყენება მხოლოდ ფონდის პროექტებისა და საქმიანობის განხორციელებისთვის, მათ შორის:
    • კომუნიკაცია ბენეფიციარებთან და დონორებთან
    • პროექტების მართვა
    • პლატფორმაზე აქტივობების რეგისტრაცია
  2. ფონდი იცავს მონაცემებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  3. მოხალისეს აქვს უფლება მოითხოვოს მონაცემების გასუფთავება ან გასწორება ფონდის პროცედურების ფარგლებში.

7. პასუხისმგებლობ

  1. ფონდი არ აგებს პასუხს:
    • ტექნიკური ხარვეზებისა და შეფერხებების გამო რეგისტრაციის პროცესში;
    • პროექტის შედეგებზე, რომლებიც დამოკიდებულია ბენეფიციარების მოთხოვნაზე ან დონორის გადაწყვეტილებაზე;
    • მოხალისის მიერ მოწოდებული არასწორი ინფორმაციის შედეგებზე.

8. ინტელექტუალური საკუთრებ

  1. პლატფორმაზე ატვირთული ნებისმიერი მასალა, ფოტო, ვიდეო ან ტექსტი ეკუთვნის ფონდის საავტორო უფლებებს.
  2. მოხალისეს არ აქვს უფლება გამოიყენოს პლატფორმის კონტენტი ან პროექტები კომერციული ან არასაკომერციო მიზნებისთვის ფონდის ნებართვის გარეშე.
  3. საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ჯარიმები.

9. ცვლილებებ

  • ფონდი იტოვებს უფლებას განაახლოს რეგისტრაციის წესები, პროექტები და პროცედურები ნებისმიერ დროს.
  • ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე პლატფორმაზე.

10. მოქმედი სამართალ

  • რეგისტრაციის წესები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
  • ნებისმიერ დავას გადაწყვეტს სასამართლო საქართველოს იურისდიქციაში.

11. იდენტიფიკაცი

  • იურიდიული დასახელება: საქველმოქმედო ფონდი სიმი
  • რეგისტრაციის ნომერი: B22068509
  • ვებპლატფორმა: cfs.cbm.ge

საქველმოქმედო ფონდი სიმი
ვერსია01
ბოლო განახლება: 06.03.2026

პარტნიორი დონორების რეგისტრაციის წესები და პირობები

1. შესავალ

წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს წესებსა და პირობებს, რომელიც ხორციელდება პარტნიორი დონორების რეგისტრაციისას პლატფორმაზე cfs.cbm.ge (შემდგომში – პლატფორმა) საქველმოქმედო ფონდი სიმი (შემდგომში – ფონდი).

დოკუმენტის მიზანია უზრუნველყოს:

  • რეგისტრაციის გამჭვირვალობა და სამართლებრივი ჩარჩო;
  • პარტნიორი დონორების უფლებების დაცვა;
  • ფონდის პროექტების ეფექტური მართვა;
  • მონაცემთა უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა.

2. რეგისტრაციის პირობებ

  1. რეგისტრაცია პარტნიორ დონორად შესაძლებელია როგორც იურიდიული პირებისთვის (კომპანიებიორგანიზაციები), ისე ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ.
  2. რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის. ასაკი 18–70 წელი.
  3. რეგისტრაციისას ფონს უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის შესახებ, რომელიც მოიცავს:

3.1. სახელწოდება / სახელი და გვარი

3.2. მოკლე აღწერა / კომპანიის შესახებ

3.3. კატეგორია / ინიციატივის სფერო

3.4. კონტაქტი (ელ.ფოსტა, ტელეფონი, სოციალური ქსელები)

3.5. მდებარეობა / რეგიონი

3.6. ვებსაიტი (თუ აქვს)

3.7. ატვირთული ფოტო ან ვიდეო (მაქსიმუმ 5 ფაილი, მაქსიმალური ზომა 2 MB)

3. რეგისტრაციის პროცედურ

  1. რეგისტრაციის ფორმის შევსებით დონორი ადასტურებს, რომ მოწოდებული ინფორმაცია სწორიასრულია და ნამდვილია.
  2. რეგისტრაციის დასრულებისთანავე დონორს ეხსნება უნიკალური ვირტუალური პროფილი პლატფორმაზე, რომლის მეშვეობით დონორი უფლებამოსილია: 1) აკონტროლოს საკუთარი შემოწირულობები; 2) განსაზღვროს ფონდის მიერ წარმოდგენილ პროექტებზე მხადაჭერის მიმართულება; 3) მიიღოს მონაწილეობა პროექტების მართვის პროცესში. ნებისმიერი რეალური თანხის გადარიცხვა ხორციელდება “საქველმოქმედო ფონდი სიმი”-ს საბანკო ანგარიშზე, რაც მითითებულია რეკვიზიტებში, რომელიც ფონდს ეკუთვნის, პლატფორმის მიერ მოწოდებული იურიდიულად აღიარებული გადახდის მეთოდების გამოყენებით.
  3. ფონდი იტოვებს უფლებას უარყოს განაცხადი ან დაბლოკოს ანგარიში/პროფილი, თუ აღმოჩნდება:

3.1. არასრულყოფილი ან არასწორი ინფორმაცია;

3.2. პლატფორმის წესების დარღვევა;

3.3. სამართლებრივი ან ორგანიზაციული შეზღუდვა.

4. დონორის ვალდებულებებ

  1. დონორი ვალდებულია არ გადასცეს ანგარიში მესამე პირებს და დაიცვას პლატფორმის წესები.
  2. დონორი ვალდებულია გამოიყენოს პლატფორმა მხოლოდ ფონდის პროექტების მხარდასაჭერად და არა კომერციული მიზნებისთვის ფონდის ნებართვის გარეშე.
  3. დონორი ვალდებულია მიიღოს პროექტის ფარგლებში გაცნობიერებული პასუხისმგებლობა შეწირულობის მიზნით.

5. ფონდის უფლებებ

  1. ფონდი იტოვებს უფლებას უარყოს ან დაბლოკოს რეგისტრაცია, თუ დარღვევაა აღმოჩენილი.
  2. ფონდი იტოვებს უფლებას შეცვალოს რეგისტრაციის ფორმა, პლატფორმის ფუნქციონალი, პროექტები და პროცედურები ნებისმიერ დროს.
  3. ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისობას ფონდის მიზნებთანგამჭვირვალობას და უსაფრთხოებას.

6. მონაცემთა დაცვ

  1. მოწოდებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ ფონდის საქმიანობისთვის:
    • დონორის ინფორმირება პროექტებში მონაწილეობაზე
    • შემოწირულობების მართვა
    • პლატფორმაზე აქტივობების აღრიცხვა
  2. ფონდი იცავს მონაცემებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  3. დონორს აქვს უფლება მოითხოვოს მონაცემების გასუფთავება ან გასწორება ფონდის პროცედურების ფარგლებში.

7. პასუხისმგებლობ

  • ფონდი არ აგებს პასუხს ტექნიკური ხარვეზებისა და შეფერხებების გამო.
  • ფონდი არ აგებს პასუხს პროექტის შედეგებზე, რომლებიც დამოკიდებულია ბენეფიციარების მოთხოვნაზე ან დონორის გადაწყვეტილებაზე.
  • ფონდი არ აგებს პასუხისმგებლობას არასრული ან არასწორი მონაცემების შემთხვევაში.

8. ინტელექტუალური საკუთრებ

  1. პლატფორმაზე ატვირთული მასალა, ფოტო, ვიდეო, ტექსტი ეკუთვნის ფონდის საავტორო უფლებებს.
  2. დონორს აკრძალულია პლატფორმის კონტენტის გამოყენება კომერციული ან არასაკომერციო მიზნებისთვის ფონდის ნებართვის გარეშე.
  3. საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ჯარიმები.

9. ცვლილებებ

  • ფონდი იტოვებს უფლებას განაახლოს რეგისტრაციის წესები, პროცედურები და პროექტები ნებისმიერ დროს.
  • ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე პლატფორმაზე.

10. მოქმედი სამართალ

  • რეგისტრაციის წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
  • ყველა დავა გადაწყდება სასამართლოში საქართველოს იურისდიქციაში.

11. იდენტიფიკაცი

  • იურიდიული დასახელება: საქველმოქმედო ფონდი სიმი
  • რეგისტრაციის ნომერი: (შეავსეთ ოფიციალური რეგისტრაციის ნომრით)
  • ვებპლატფორმა: cfs.cbm.ge

საქველმოქმედო ფონდი სიმი
ვერსია: 1.0
ბოლო განახლება: 06.03.2026

გამჭვირვალობის პოლიტიკა

1. შესავალ

საქველმოქმედო ფონდი სიმი“ (შემდგომში – ფონდი) ეწევა საქმიანობას სრულყოფილი გამჭვირვალობითა და ანგარიშვალდებულებით. წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს წესებსა და პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ფონდის ყველა დონაციის, პროექტის, ბენეფიციარისა და მოხალისის აქტივობის საჯარო, საიმედო და კონტროლირებად ხედვას.

გამჭვირვალობის პოლიტიკა ვრცელდება ყველა დონორზე, პარტნიორ დონორზე, ბენეფიციარზე, მოხალისესა და პროექტებზე, რომლებიც ფონდის პლატფორმაზე რეგისტრირებული ან/და ჩართულნი არიან.

2. მიზნებ

ფონდის გამჭვირვალობის მიზნები:

  1. უზრუნველყოს საჯარო ანგარიშვალდებულება თითოეული შემოწირულობისა და საქველმოქმედო პროექტის შესრულების შესახებ.
  2. უზრუნველყოს დონორებისა და ბენეფიციარების ინფორმაცია რეალურ, სანდო და დროულ ფორმატში.
  3. გაზარდოს საზოგადოების ნდობა ფონდის მიმართ და დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტების მაღალი მოთხოვნები საქველმოქმედო საქმიანობაში.

3. დონაციის ანგარიშგებ

  1. ფონდი გამოყოფს დონაციის ტიპებს: ფული, ნივთი, მომსახურება, ორგანიზება.
  2. თითოეული დონაციის გამოყენება აღწერილია პლატფორმაზე ღია ფორმით:

2.1. მიღებული თანხა/ნივთი

2.2. ბენეფიციარი, რომელსაც გადაეცა დახმარება

2.3. შესრულებული პროექტის დასკვნა და შედეგი

  1. ფონდი არ უშვებს კორუფციული, არასათანადო ან არასაჯარო გამოყენებას შემოწირულობისთვის.

4. პროექტების გამჭვირვალობ

  1. ფონდის ყველა პროექტი პლატფორმაზე საჯაროა:
    • პროექტის დასახელება და მოკლე აღწერა
    • ბენეფიციარის/ბენეფიციარების ინფორმაცია (სახელი, ასაკი, რეგიონი, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი)
    • დონორების მიერ შეწირული თანხის ან ნივთის დეტალები
    • შესრულების სტატუსი და შედეგები
  2. პროექტების აღწერა და სტატისტიკა განახლდება რეგულარულად, რათა საზოგადოება ადვილად ხედავდეს მიზნობრივ დახმარებას.

5. საჯაროობა და მედი

  1. ფონდი იტოვებს უფლებას ატვირთოს პროექტების შესახებ ინფორმაცია ფოტო, ვიდეო ან ტექსტური ფორმატში პლატფორმაზე, სოციალური ქსელებში ან მედია-საშუალებებში.
  2. ბენეფიციარების, დონორებისა და მოხალისეების კონფიდენციალურობა დაცულია კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
  3. ინფორმაცია, რომელიც საჯაროდება, მოიცავს მხოლოდ საჭირო დეტალებს პროექტის შესრულებისთვის და არ არღვევს პირადი მონაცემების დაცვის წესებს.

6. ანგარიშვალდებულება და კონტროლ

  1. ფონდი უზრუნველყოფს შიდა კონტროლის მექანიზმს, რათა ყველა დონაცია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაზღვრულ მიზნებზე.
  2. ფონდი ატარებს რეგულარულ აუდიტსა და ანგარიშგებას, რომელიც ხელმისაწვდომია დონორებისთვის, პარტნიორებისთვის და მსურველი პირებისთვის.
  3. ფონდის პასუხისმგებლობა მოიცავს:

3.1. შემოწირულობის სრული და სწორად გამოყენება;

3.2. პროექტების დროულ შესრულებას;

3.3. გამჭვირვალობის წესების დაცვას.

7. მონაცემთა დაცვ

  1. ფონდი იცავს პირად ინფორმაციას და ფინანსურ მონაცემებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  2. ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება გამჭვირვალობისათვის, არ არღვევს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და სამართლებრივ ნორმებს.
  3. დონორებს, ბენეფიციარებს და მოხალისეებს აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია საკუთარი შემოწირულობებისა ან აქტივობის შესახებ ფონდის პლატფორმაზე.

8. ცვლილებებ

  1. ფონდი იტოვებს უფლებას განაახლოს გამჭვირვალობის პოლიტიკა ნებისმიერ დროს.
  2. ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე პლატფორმაზე.

 

9. მოქმედი სამართალ

  1. დოკუმენტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
  2. დავები გადაწყდება საქართველოს იურისდიქციაში.

საქველმოქმედო ფონდი სიმი“
ვერსია: 1.0
ბოლო განახლება: 06.03.2026

შემოწირულობისა და დაბრუნების პოლიტიკა
“საქველმოქმედო ფონდი სიმი“

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება “საქველმოქმედო ფონდი სიმი“-ს მიერ მართულ ელექტრონულ საქველმოქმედო პლატფორმაზე cfs.cbm.ge, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საქველმოქმედო პროექტების მხარდაჭერა, შემოწირულობების განხორციელება და ფონდის პროგრამებში მონაწილეობა.

1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე შემოწირულობისა და დაბრუნების პოლიტიკა (შემდგომში – „პოლიტიკა“) განსაზღვრავს “საქველმოქმედო ფონდი სიმი“-ს მიერ მიღებული ფინანსური და ნივთობრივი შემოწირულობების მიღების, გამოყენებისა და დაბრუნების წესებს.

ფონდის სასარგებლოდ განხორციელებული ნებისმიერი ფინანსური ან ნივთობრივი მხარდაჭერა მიიჩნევა ნებაყოფლობით საქველმოქმედო შემოწირულობად და ხორციელდება ფონდის საქველმოქმედო მიზნების მხარდასაჭერად.

პოლიტიკა ვრცელდება ფონდის სასარგებლოდ განხორციელებულ ყველა შემოწირულობაზე, მათ შორის ფონდის ელექტრონული ვებპლატფორმის cfs.cbm.ge მეშვეობით განხორციელებულ გადახდებზე.

2. შემოწირულობის ნებაყოფლობითი და უსასყიდლო ხასიათი
ფონდის სასარგებლოდ განხორციელებული ნებისმიერი შემოწირულობა წარმოადგენს შემომწირველის თავისუფალი ნების საფუძველზე განხორციელებულ უსასყიდლო ქმედებას.

შემოწირულობა არ წარმოშობს შემომწირველის მიმართ რაიმე სახის საკუთრების უფლებას, კონტროლის უფლებას ან ფინანსურ მოთხოვნას ფონდის ქონებაზე ან საქმიანობაზე.

3. შემოწირულობის შეუქცევადობა
“საქველმოქმედო ფონდი სიმის“ სასარგებლოდ განხორციელებული ნებისმიერი ფინანსური შემოწირულობა მიიჩნევა საბოლოო და შეუქცევად გადაცემად.

შესაბამისად, ფონდის სასარგებლოდ განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა წინამდებარე პოლიტიკით ან მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.

4. ფინანსური შემოწირულობები
ფინანსური შემოწირულობა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის:

  • საბანკო გადარიცხვა;

  • ონლაინ გადახდის სისტემები;

  • ელექტრონული გადახდის პლატფორმები;

  • ნაღდი ანგარიშსწორება;

  • სხვა კანონით დაშვებული მეთოდები.

ნებისმიერი აღნიშნული გზით განხორციელებული გადახდა მიიჩნევა საქველმოქმედო შემოწირულობად და არ ექვემდებარება დაბრუნებას.

5. ნივთობრივი შემოწირულობები
ფონდში გადაცემული ნებისმიერი ნივთი, პროდუქტი, ტექნიკა, ინვენტარი, მასალა ან სხვა მატერიალური რესურსი მიიჩნევა უსასყიდლოდ და საბოლოოდ გადაცემულ ქონებად.

აღნიშნული ქონება არ ექვემდებარება დაბრუნებას, გაცვლას ან კომპენსაციას.

ფონდი უფლებამოსილია აღნიშნული რესურსები გამოიყენოს, გადაანაწილოს ან გადასცეს ბენეფიციარებს ფონდის საქველმოქმედო მიზნების შესაბამისად.

6. მიზნობრივი შემოწირულობების გამოყენება
იმ შემთხვევაში, თუ შემოწირულობა განხორციელებულია კონკრეტული პროექტის ან ბენეფიციარის მხარდასაჭერად, ფონდი ეცდება აღნიშნული რესურსების გამოყენებას მითითებული მიზნის შესაბამისად.

თუმცა, თუ კონკრეტული პროექტის განხორციელება შეუძლებელი გახდება ან პროექტი დასრულდება, ფონდი უფლებამოსილია მიღებული რესურსები გადაანაწილოს სხვა საქველმოქმედო პროგრამებზე, რომლებიც შეესაბამება ფონდის მიზნებს.

7. მესამე მხარის გადახდის სისტემები
ფონდის ვებპლატფორმაზე განხორციელებული გადახდები შეიძლება დამუშავდეს მესამე მხარის გადახდის პროვაიდერების მიერ.

ფონდი არ აგებს პასუხისმგებლობას აღნიშნული სისტემების ტექნიკურ ხარვეზებზე, საკომისიოებზე ან ოპერაციის დამუშავების პროცესში წარმოქმნილ შეფერხებებზე.

8. ტექნიკური შეცდომები და გამონაკლისები
ფინანსური ოპერაციის გაუქმება ან თანხის დაბრუნება შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • გადახდის ტექნიკური ხარვეზი;

  • ოპერაციის შემთხვევითი დუბლირება;

  • გადახდის სისტემის შეცდომა;

  • სხვა გარემოება, რომელიც პირდაპირ განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.

ასეთ შემთხვევებში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ფონდის ადმინისტრაცია.

9. თაღლითობის პრევენცია
ფონდი იტოვებს უფლებას უარი თქვას ან შეაჩეროს შემოწირულობის მიღება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი თაღლითური ქმედების, უკანონო ფინანსური ოპერაციის ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.

10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ფონდი არ აგებს პასუხისმგებლობას:

  • შემომწირველის მიერ არასწორად მითითებულ გადახდის დეტალებზე;

  • არასწორად შეყვანილ თანხებზე;

  • მესამე მხარის გადახდის სისტემების შეფერხებაზე;

  • ტექნიკურ პრობლემებზე, რომლებიც არ არის ფონდის კონტროლის ქვეშ.

11. პოლიტიკის ცვლილება
“საქველმოქმედო ფონდი სიმი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ან განაახლოს წინამდებარე პოლიტიკა.

განახლებული ვერსია ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე ფონდის ვებპლატფორმაზე.

12. მოქმედი სამართალი
წინამდებარე პოლიტიკა რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

შემოწირულობისა და დაბრუნების პოლიტიკა
“საქველმოქმედო ფონდი სიმი“

ვერსია: 1.0
ბოლო განახლება: 06.03.2026

Scroll to Top