ვინ ვართ ჩვენ და რას გთავაზობთ
"საქველმოქმედო ფონდი სიმი" CFS დაარსა კომპანია "სი ბი ემ ჯი" - მ CBMG 2022 წლის 4 ივნისს. ფონდის მთავარი ამოცანაა დავეხმაროთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავიცვათ ბუნება, ცხოველები და გარემო, სადაც ვცხოვრობთ.
CFS - ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, საქველმოქმედო განაცხადების მოძიება, შეგროვება, განთავსება საკუთარ ვებ გვერდზე, დონორებთან დაკავშირების, მატერიალური და სოციალური დახმარების/შემოწირულობების მოზიდვის ან/ და შეგროვების მიზნით.
ფონდი განახორციელებს საკუთარ პროექტებს და ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებებით. მონაწილეობის მიღებას, საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობას, შეძლებს ნებისმიერი ფონდში დასაქმებული ქველმოქმედი / მოხალისე, ხოლო დასწრებას ნებისმიერი მსურველი, ვისაც არსებული თემა დააინტერესებს.
ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს გარშემო შევქმნათ ისეთი გარემო, როგორშიდაც ვისურვებდით ცხოვრებას. ჩვენ ერთმანეთის დახმარებით და გვერდში დგომით, ერთად შევძლებთ შევცვალოთ სიტუაცია, პირობები, დამოკიდებულება და ადამიანები ჩვენს გარშემო. შემოგვიერთდით, ყოველი ჩვენთაგანი იმსახურებს ბედნიერებას, მოდით ერთად ვიპოვოთ ის ჯერ ჩვენში, გადავდგათ ამისათვის თუნდაც ერთი ნაბიჯი და ვიმოქმედოთ მიზნის მისაღწევად - CFS.