ფონდის შესახებ
„საქველმოქმედო ფონდი სიმი“ არის სოლიდარობისა და ჰუმანურობის სივრცე, ინიციატივა, რომელიც ერთი ადამიანის იდეით და დიდი გულისხმიერებით დაიბადა — სურვილით, რომ კეთილმა ნებამ და რეალურმა დახმარებამ შეცვალოს ადამიანების სიცოცხლე.
ფონდის ამოსავალი წერტილია რწმენა, რომ სიცოცხლე, ღირსება და სიყვარული — ყველას უნდა ხვდებოდეს.
მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად დიდია ჩვენი რესურსი — თუ ვმოქმედებთ გულით, საერთო ძალებით და პატივისცემით, შეგვიძლია ადამიანებს დავუბრუნოთ იმედი, სიხარული და ძალა ცხოვრებაში.
დღეს ფონდის ჩამოყალიბება და ორგანიზება სრულად ერთ ადამიანზეა დამოკიდებული.
ეს არის საზოგადოებრივი მოწოდება — ეტაპობრივად ვიწყებთ მოხალისეების გუნდების შეკრებას, პარტნიორებთან თანამშრომლობას და ყველა ჩაფიქრებული პროექტის განხორციელებას.
ფონდის მიზანი:
„საქველმოქმედო ფონდი სიმი“ მიისწრაფვის შექმნას ისეთი ეკოსისტემა, სადაც სიკეთე ხელშესახებია და მხარდაჭერა — რეალური.
ფონდის მიზანია
- შევქმნათ სივრცე, სადაც თითოეულ ქართველ ადამიანს შეუძლია გააზიაროს საკუთარი ისტორია, დარდი ან ოცნება — და მიიღოს რეალური, მიზნობრივი დახმარება ქართველი ადამიანებისაგან;
- ქართველი ქართველისთვის და ერთად წინ დამოუკიდებლობის ჩვენში განვითარებისათვის.
- დავნერგოთ სოლიდარობისა და თანაგრძნობის კულტურა — ქართულ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები გულით იზიარებენ ერთმანეთის ტკივილს და აქტიურად ცდილობენ ერთმანეთის გაძლიერებას;
- დავაკავშიროთ ისინი, ვისაც სჭირდება დახმარება, და ისინი, ვისაც შეუძლია დაეხმაროს — რათა ერთობლივად გავაბათ ქართულ საზოგადოებაში სოლიდარობის სიმი;
- რაც მთავარია — ჩვენი საქმიანობით დავეხმაროთ მეტ ქართველ ადამიანს, რომ თქვან:
„სიცოცხლე მიხარია, სიცოცხლე მიყვარს, სიკეთე მიხარია.“
ფონდის მისია მხოლოდ დახმარებაზე არ არის აგებული — ის ქმნის უნიკალურ ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც ადამიანურ ღირებულებებზეა დაფუძნებული.
„ჩაიფიქრე სურვილი“ და „ქველგანწყობის კულტურა“ — ეს ორი განსაკუთრებული პროექტი აჩვენებს, რომ დახმარება შეიძლება იყოს პერსონალური, სანდო და თან — საზოგადოებაზე დაფუძნებული.
ჩვენ ვქმნით პლატფორმას, რომელიც არამარტო ერთჯერად მხარდაჭერას, არამედ იმედის გაზიარებას და შესაძლებლობების გამრავლებას ემსახურება.
ფონდი „სიმი“ დგას 3 მყარ საყრდენზე:
- ნდობა — ჩვენ ვმოქმედებთ ღიად და პატივისცემით.
- გამჭვირვალობა — ყოველი დონაცია, ნაბიჯი და შედეგი საჯაროდ ასახულია და ხელმისაწვდომია ყველასთვის.
- პასუხისმგებლობა — ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას თითოეულ დახმარებაზე და ვზრდით მას, როგორც რეალურ შედეგს ადამიანების ცხოვრებაში.
„საქველმოქმედო ფონდი სიმი“ არის შესაძლებლობა ყველასთვის — მონაწილეობისა და თანადგომის საშუალება მათთვის, ვისაც სურს სხვების დახმარება და იმედი მათთვის, ვისაც ეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
ერთად შეგვიძლია მეტი.
„საქველმოქმედო ფონდი სიმის“ მისიაა — ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს და მათთვის ღირსეული, უსაფრთხო და იმედით სავსე მომავლის შექმნას.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება ოცნებაზე, ჯანმრთელობაზე, სწავლაზე, ან თუნდაც პატარა ბედნიერებაზე. ჩვენი ფონდი არის ადგილი, სადაც დახმარება ხელმისაწვდომი ხდება ყველასთვის — შენი გულისხმიერებით.
ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანობის ძალა რეალურ ცვლილებებს ქმნის — თითოეული ლარი, თითოეული ნივთი და ყოველი პატარა ქმედება, ერთად აღებული, შესაძლოა ვიღაცისთვის ცხოვრება მთლიანად შეცვალოს.
ჩვენი მიზანია დავუდგეთ გვერდით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა —
იმ იმედით, რომ ერთ დღეს მათ თქვან:
„სიცოცხლე მიხარია, სიცოცხლე მიყვარს, სიკეთე მიხარია.“
„საქველმოქმედო ფონდი სიმი“ საქმიანობს სრული გამჭვირვალობის პრინციპებით.
ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს თითოეული გადარიცხული ლარის მიზნობრივ და ეფექტიან განკარგვაზე.
ფონდში განხორციელებული ყველა ფინანსური ოპერაცია, დონაცია და დახმარების გზა რეგისტრირდება და პერიოდულად ქვეყნდება საჯარო ანგარიშებში.
ყოველი ლარი, ყოველი დახმარება ჩანს. ბენეფიციარების პროგრესი, მიღებული დახმარება და სრულად დახარჯული თანხები ღიად იდება საიტზე. ჩვენთან ნდობა საფუძველია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც დონორებმა, ისე ბენეფიციარებმა იცოდნენ:
- სად მიდის დახმარება,
- ვის ეხმარება ფონდი და
- როგორ იცვლება ადამიანების ცხოვრება თქვენი ჩართულობით.
ნდობა შენდება გამჭვირვალე ურთიერთობებზე — და ჩვენ სწორედ ამ ფასეულობით ვხელმძღვანელობთ ყოველდღიურად.
თითოეული ბენეფიციარი რეალური ადამიანია, თავისი ისტორით, ბრძოლით და იმედით. დაათვალიერე ისტორიები, გაეცანი მათ მიზნებს და დაეხმარე იქ, სადაც თვლი ყველაზე საჭიროა.
„საქველმოქმედო ფონდი სიმი“ ჩემთვის მხოლოდ პროექტი არ არის — ეს არის ცხოვრების წესი, ღირებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც გულით ავიღე.
მჯერა, რომ ყოველ სიტუაციაში უნდა დარჩე ადამიანი და შეინარჩუნო ადამიანურობა.
სწორად მაშინ, როცა ყველაზე რთულია — სიკეთეს ყველაზე დიდი ფასი აქვს.
ეს ფონდი დავიწყე მარტო — ერთი ადამიანის ძალით, რწმენით და უდიდესი სურვილით, რომ არსებობდეს ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს უყურებენ გულით, არა სტატუსით ან შესაძლებლობით.
მჯერა, რომ არ უნდა გავჩერდეთ. განვითარება, მოქმედება და გაბედვა — ეს არის გზა, რომელსაც მივყვები როგორც ადამიანი და როგორც ამ ფონდის დამფუძნებელი.
გწამდეს, იმოქმედო და არასდროს დაეჭვდე სიკეთის ძალაში — ესაა ჩემი გზავნილი ყველასთვის, ვინც დღეს კითხულობს ამ სიტყვებს.
ერთად შეგვიძლია მეტი.
„გვინდა, ჩვენი დახმარებით მეტმა ადამიანმა თქვას:
სიცოცხლე მიხარია, სიცოცხლე მიყვარს, სიკეთე მიხარია.“
📍 ეს არის ჩვენი მიზანი და სლოგანი — ადამიანური სიხარულის, ღირსების და იმედის დაბრუნება მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.
ფონდის პროექტები

ჩაიფიქრე სურვილი
„ზოგჯერ ადამიანს სჭირდება მხოლოდ ერთი მცირე სურვილის ასრულება, რომ ცხოვრება გაუნათდეს." "ჩაიფიქრე სურვილი" — ეს არის პლატფორმის სივრცე, სადაც შეგიძლია თამამად დაწერო ის, რაც გულში გაქვს. იქნება ეს დაბადების დღის საჩუქარი შვილისთვის, პატარა მგზავრობა, ინსტრუმენტი ჰობისთვის, მუსიკალური გაკვეთილები თუ უბრალოდ ახალი ფეხსაცმელი. არცერთი სურვილი არ არის პატარა, როცა ის გულით არის ნათქვამი. ოცნება და სურვილი ბავშობიდან იწყება, ასევეა ჩვენი პროექტიც.

ქველგანცდის კულტურა
უნიკალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საცხოვრებელი ფართის, ციფრული მოწყობილობებისა და მეურნეობის რესურსების გადაცემას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. პროექტის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ბენეფიციარების შერჩევა ხდება არა ფონდის წარმომადგენლების მიერ, არამედ საზოგადოების წევრებისგან შერჩეული დამოუკიდებელი მოხალისეების მეშვეობით — ადამიანების, რომლებიც საზოგადოების ნდობით სარგებლობენ. ხოლო პროექტი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისათვის.
ფონდის მიმართულებები
ფინანსური დახმარება – მიზნობრივი ფულადი მხარდაჭერა კრიტიკულ სიტუაციებში მყოფი ადამიანებისთვის.
ნივთიერი დახმარება – საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა აუცილებელი რესურსები.
-
სამედიცინო დახმარება
საჭირო მედიკამენტებით, მკურნალობითა და სამედიცინო მომსახურებით ხელშეწყობა.
-
ბიზნესის დახმარება
მცირე მეწარმეების ან იდეის მქონე ადამიანების მხარდაჭერა საკუთარი საქმის დასაწყებად ან გასაფართოებლად.
-
განათლების მიღება და ხელშეწყობა
ახალგაზრდების და მოზრდილთა წვდომა განათლებაზე, ტრენინგებზე და სასწავლო რესურსებზე.
-
ბუნების მოვლა და დასუფთავება
ეკოლოგიური პროექტები, გარემოს შენარჩუნება და დასუფთავების ინიციატივები.
-
ცხოველების მოვლა და დახმარება
მიუსაფარი და დახმარებას საჭირო ცხოველების მოვლა, კვება და უსაფრთხო თავშესაფრებით უზრუნველყოფა.
-
მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერა
ფსიქო-სოციალური დახმარება, კონსულტაციები და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
-
მეურნეობის ხელშეწყობა
სოფლის მეურნეობის განვითარება და შესაბამისი რესურსების მიწოდება.
-
ხელოვანების და ნიჭიერი ადამიანების მხარდაჭერა
კულტურული, შემოქმედებითი, ნიჭიერი და ტალანტის მქონე ადამიანების მხარდაჭერა.
-
საეკლესიო მემკვიდრეობის დაცვა
ეკლესია-მონასტრების და კულტურული ღირებულების მქონე ობიექტების აღდგენა და რესტავრაცია.