CFS

როგორ დაეხმარო

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბენეფიციარებს და ჩვენი ფონდის განვითარებას?

ჩვენ ვახორციელებთ არა მხოლოდ მიზნობრივ დახმარებებს ბენეფიციარებზე, არამედ ვავითარებთ ფონდის პროგრამებს, ვაწყობთ ღონისძიებებს, ვქმნით ახალ შესაძლებლობებს და ვზრდით მასშტაბს. თქვენი დახმარება ფონდისთვის და ჩვენი ბენეფიციარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია — ნებისმიერ ფორმაში. ჩვენი ფონდის მიზანია, დახმარება მივაწოდოთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ამ კეთილი მისიის ნაწილი. 5 მარტივი გზა, როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ ფონდის საქმიანობაში და გადააკეთოთ სხვისი ცხოვრება უკეთესობისკენ.

01.

გაიღე სიკეთე - გაავრცელე ინფორმაცია

გააზიარე ჩვენი პლატფორმა

მოგწონს ან გულთან მიიტანე ჩვენი ფონდის იდეა, მაგრამ ახლა ვერ ახერხებ ფინანსურად დახმარებას? — დიდი დახმარებაა უბრალოდ ინფორმაციის გავრცელებაც. გაავრცელე ჩვენი ფონდის პლათფოპრმა სოციალურ სივრცეში. გააზიარე ბმულები და დაეხმარე მეტ ადამიანს, რომ გაიგონ ჩვენი საქმიანობის შესახებ. ცოტა სიტყვაც კი ბევრს ნიშნავს ამით დაეხმარები ფონდს მეტი გულისხმიერი ადამიანის მოძიებაში.

 #გააზიარე_სიკეთე

02.

პირდაპირი დონაცია ფონდის მხარდასაჭერად.

შეიტანე წვლილი ფონდის განვითარებაში

თუ გსურთ, დაეხმაროთ ფონდს უშუალოდ და არ გსურთ კონკრეტულ ბენეფიციარზე გადარიცხვა – ჩარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩვენი ფონდის საერთო ანგარიშზე. ეს თანხები იხარჯება ფონდის ტექნიკური განვითარების, ახალი პროექტებისა და კრიტიკული შემთხვევების დაფინანსებისათვის.

თქვენ შეგიძლიათ:

  • დააფინანსოთ ფონდის ოპერაციული საქმიანობა ერთჯერადად ან ხანგრძლივი ვადით.
  • დაეხმაროთ ფონდს ტექნიკური აღჭურვით, საოფისე ინვენტარით ან სერვისებით.
  • შემოგვთავაზოთ თქვენი კომპანია, როგორც პარტნიორი.

03.

დაუჭირე მხარი ბენეფიციარს

როცა დახმარება მიზნობრივია, შედეგი რეალურია

თითოეული ბენეფიციარი ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილია კონკრეტული, დასაბუთებული საჭიროებით და ზუსტად განსაზღვრული თანხით, რაც მას სჭირდება რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. მოწვეული ხართ გაეცნოთ და აირჩიოთ ის ბენეფიციარი, ვის ამბავს, მდგომარეობას გულთან ახლოს მიიტანთ და სურვილის შემთხვევაში გაიღოთ მხარდაჭერა – თუნდაც 1 ან 2 ლარით. თქვენთვის ეს შეიძლება მცირე შენატანია, მაგრამ როცა ბევრი ადამიანი ერთ მიზანს უერთდება, დახმარება სრულდება და შედეგი დგება – ეს არის იმედი, შვება და რეალური ცვლილება ერთი ადამიანის ცხოვრებაში. ესაა თქვენი შესაძლებლობა: მოიტანოთ სხვაში იმედი და სიკეთე, რომელსაც ფასიც აქვს და ძალაც.

საქველმოქმედო ფონდისიმისდახმარებით და ორგანიზებული სისტემით ვუზრუნველყოფთ, რომ თანხა სწორად, მიზნობრივად და ეფექტურად იქნეს გამოყენებული.

რადგან ძალა ერთობაშია – და ერთად შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ ვცვალოთ ცხოვრება სიკეთით.

ეწვიეთ ბენეფიციართა გვერდს ჩვენს პლატფორმაზე და გახდით ცვლილების ნაწილი.

04.

მხარდაჭერა ნივთებით

დაეხმარე საჭიროების მქონეს შენს ნივთებით

თუ გაქვს სუფთა, კარგ მდგომარეობაში მყოფი ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებ და გსურს სიკეთის გაზიარება, შეგიძლია გადმოგვაწოდო – ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ისინი საჭიროების მქონე ბენეფიციარებს სწორად და ორგანიზებულად გადავცეთ.

რა შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ:

  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
    • ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
    • საძინებლის თეთრეული
    • სასკოლო ნივთები და სათამაშოები
    • წიგნები და საკანცელარიო ნივთები
    • ტექნიკა და აპარატურა
    • ხანგრძლივი ვადის საკვები (მუდმივი მოხმარებისთვის)
    • სამუშაოსა და სახელოსნოს იარაღები და ინსტრუმენტები

გთხოვთ, ყველა ნივთი იყოს სუფთა და კარგ მდგომარეობაში.
გაგვიზიარე ნივთის ფოტო წინასწარ – თავად დაგიკავშირდებით გადაცემის დეტალებზე.

როგორ ხდება ნივთების გადაცემა

  1. აირჩიე რეგიონი ან კონკრეტული ბენეფიციარი, სადაც გსურს დახმარება
  2. შეავსეთ განაცხადის მარტივი ფორმა
  3. ჩვენ თავად დაგიკავშირდებით და დაგეხმარებით გადაცემის ორგანიზებაში

 

კორპორატიული მხარდაჭერა და პარტნიორობა

გსურთ, თქვენი კომპანია ჩაერთოს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში?
შეიძლება გახდეთ ფონდის ოფიციალური პარტნიორი – ერთად მეტი სიკეთის ქმნა შეგვიძლია.

პარტნიორობისთვის დაგვიკავშირდით

05.

გახდი ფონდის პარტნიორი

სიკეთე იწყება ერთგულ პარტნიორობასთან!

თუ წარმოადგენ ქართულ კომპანიას, ორგანიზაციას ან სავაჭრო ობიექტს, შეგიძლია გახდე საქველმოქმედო ფონდი „სიმის“ მუდმივი მხარდამჭერი და დაეხმარო შეცვალო უამრავი ადამიანის ცხოვრება.

როგორ შეგიძლია ჩაერთო:

  • შემოგვთავაზე შენი პროდუქცია — სათამაშოები, ტექნიკა, აპარატურა, ავეჯი, საკვები, სწავლება, ტური და სხვა
  • რეგულარულად დაეხმარე ფონდს ფინანსურად მისი საქმიანობის განვითარებაში
  • აირჩიე კონკრეტული ბენეფიციარი და გახდი მისი მუდმივი მხარდამჭერი მეგობარი

"საქველმოქმედო ფონდი სიმიმოქმედებს მხოლოდ საქართველოში და ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ქართულ ბიზნესს, რომელიც ქართველი ხალხის გვერდით დგასერთად, ერთიან ძალად, დიდ მიზნებს მივაღწევთ!

ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის ეს არის:

  • რეალური შესაძლებლობა დაეხმარონ თანამემამულეებს
  • დადებითი იმიჯის გაძლიერება და მომხმარებელთან ნდობის მოპოვება
  • სოციალურ პასუხისმგებლობაში ჩართვის გამო კომპანიის ცნობადობის ზრდა

 

პარტნიორობის შესაძლებლობები კომპანიებისთვის

  • სასაჩუქრე პროდუქტები ან ფასდაკლებები
    მაგალითად, სათამაშოების მაღაზიამ შეიძლება ბენეფიციარებისთვის შესთავაზოს სათამაშოების პაკეტები ან სპეციალური ფასდაკლებები
  • პარტნიორობით დაინტერესებულ კომპანიებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ თანამშრომლობისთვის

 

მადლობა, რომ თანაგრძნობით და სიხარულით ხარ ჩვენთან!
მხოლოდ ერთად შეგვიძლია სიკეთის მყარი და რეალური გზების შექმნა და შევცვალოთ ბევრი ცხოვრება უკეთესობისკენ.

საქველმოქმედო ფონდი სიმი

ერთობა შეიცავს ძალას — მხარდაჭერა, რომელიც აზრს მატებს!

ჩვენი ფონდის სურვილია გავაბათ იმედის, სიძლიერის და ერთგულების სიმები ქართველ კომპანიებთან — ერთად გავხდეთ განუყოფელი ძალა გვერდში დგომისა და დახმარების საქმეში.

კონტაქტირეკვიზიტები
Scroll to Top